ჰარპერ ლი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

19 თებერვალი, 2016

1harper-leeყველაზე ჰუმანური ამერიკული ნაწარმოების “ნუ მოკლავ ჯაფარას” ავტორი ჰარპერ ლი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია გამომცემლობა Penguin Random House-მა ტვიტერზე გაავრცელა წარწერით ”მშვიდად განისვენე, ჰარპერ ლი.”

“ნუ მოკლავ ჯაფარას” ამერიკული ლიტერატურის კლასიკად არის მიჩნეული, რომელიც 40 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა მთელს მსოფლიოში.

მიუხედავად ასეთი დიდი პოპულარობისა, მწერალი არ ურთიერთობდა პრესასთან, კატეგორიულ უარს ამბობდა ინტერვიუებზე და ოჯახის წევრების გარემოცვაში მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა.