ხელოვნების ქურუმი გულბათ ტორაძეს

19 თებერვალი, 2016

1gulbat-toradzeცნობილი მუსიკისმცოდნე გულბათ ტორაძე ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს ხელოვნების ქურუმის მფლობელია. მას ეს ჯილდო კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა გადასცა.

კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესორი გულბათ ტორაძე უამრავი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის „ღირსების ორდენის“ კავალერი.

გულბათ ტორაძემ მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას თავისი ახალი წიგნები “სულხან ცინცაძე”, “ელისო ვირსალაძე” და “მოგონებები” შესთავაზა.