შეაფასეთ – ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერა

16 თებერვალი, 2016

1nika-kocharovi1ევროვიზია 2016-ზე საქართველოს ნიკა კოჩაროვი  & Young Georgian Lolitaz წარადგენს. თუ რომელი სიმღერით წარსდგებიან ევროვიზიის რიგით 61-ე კონკურსზე ჩვენი ქვეყნის კონკურსანტები უკვე ცნობილია.

ხუთი სიმღერდან: Midnight Gold, Pain in my Heart, Right or Wrong, Sugar and Milk, Weagree საუკეთესო საერთაშორისო ჟიურის და მაყურებლის ხმის მიცემით 50%-50%-ზე ერთობლივად შეირჩა.

საერთაშორისო ჟიური ოთხი პროფესიონალისგან შედგებოდა, ესენია: მარვინ დიტმანი – სცენოგრაფი, კრისტერ ბიორკმანი – პროდიუსერი, ევროვიზია 2016-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საშა ჟან-ბაპტისტი – რეჟისორი, ენდი მიხეევი – ჟურნალისტი, ექსპერტი.

Midnight Gold – ეს არის სიმღერა, რომელსაც ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიაზე შეასრულებენ. შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებულ კომპოზიციას ისინი ბერლინის პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიაში Red Bull STUDIOS BERLIN ხვალიდან ჩაწერენ.