“რეზო ჩხეიძისთვის მთაწმინდა დაკეტილი აღმოჩნდა…”

19 თებერვალი, 2016

1rezo-chxeidzeესპანეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი და პროდიუსერი გენო ცაავა მწუხარებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ რეზო ჩხეიძისთვის მთაწმინდა დაკეტილი აღმოჩნდა. რეჟისორის გარდაცვალების მომენტიდან მთავრობა და ხელისუფლება ერთხმად გაიძახოდა, მთაწმინდის პანთეონი დაიკეტაო.

გენო ცაავა:

“მწუხარებას გამოვთქვამ, კინემატოგრაფისტთა დიდი ოჯახის მამისა და პლანეტარული მნიშვნელობის კინო მოღვაწისთვის – რეზო ჩხეიძისთვის მთაწმინდა დაკეტილი რომ აღმოჩნდა!

რეზოს გარდაცვალების მომენტიდან მთავრობა და ხელისუფლება ერთხმად გაიძახოდა, რომ მთაწმინდის პანთეონი დაიკეტაო. სხვათაშორის, ამაზე სამართლიანი უკმაყოფილება კინო საზოგადოებამაც გამოთქვა…

ბაჩანას სულის მარადიული სამკვიდრებლისთვის არანაირი პროტესი არ გამაჩნია, პირიქით – გადაწყვეტილებას მივესალმები და საბოლოოდ ხომ უნდა გაირკვეს, მთაწმინდის პანთეონი დაკეტილი იყო და დაიკეტა თუ არა…”