ნინო ანანიაშვილი განმარტებებს აკეთებს

26 თებერვალი, 2016

1nino-ananiashvilis-premieraქართველმა პრიმა ბალერინამ ნინო ანანიაშვილმა მოსკოვის დიდ თეატრში ქართულ საბალეტო დასთან ერთად 25 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის დღეს იცეკვა.

მან მონაწილეობა მიიღო თავისი პედაგოგის, რაისა სტრუჩკოვას 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარებულ ღონისძიებაში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნინო ანანიაშვილის ვიზიტს მოსკოვში უარყოფითი შეფასებები მოყვა. პრიმა ბალერინამ ამ თემაზე განმარტება გააკეთა.

ნინო ანანიაშვილი:

“უბრალოდ ეს რიცხვი დაემთხვა, მე ამაზე არ მიფიქრია. უბრალოდ, ეს დღეს იყო ერთადერთი, რომელიც დაგეგმილი იყო ერთი წლის წინ,” – განაცხადა ნინო ანანიაშვილმა “რუსთავი 2”-თან.