ნიკოლოზ რაჭველმა საქართველო დატოვა

10 თებერვალი, 2016

1rachveliiiსაქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა საქართველო დატოვა. ინფორმაცია რაჭველმა თავად გაავრცელა და ამის მიზეზებიც საჯაროდ განმარტა.

ნიკოლოზ რაჭველი:

“განვიცდი, რომ ამ მეტად საპასუხისმგებლო პერიოდს ჩემი გასტროლი დაემთხვა, მეორეს მხრივ მაქვს შეხვედრები ლონდონის ორი მთავარი სიმფონიური დარბაზის (ბარბიქან ცენტრისა და როიალ ფესტივალ ჰოლის) წარმომადგენლებთან, მსჯელობის თემა კი იქნება რამოდენიმე ორკესტრის ერთ საკონცერტო სივრცეში თანაცხოვრების მსოფლიო პრაქტიკა! კვირის დასასრულს დაგიბრუნდებით.

რაც შეეხება ჩვენი ორკესტრის არაკეთილმოსურნეთა პასუხებს, ბ-ნ თემურ ჭკუასელის ინიციატივას და თემის მრავალფეროვან ვარიაციებს: საკითხი დგას მარტივად – საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული ორკესტრი (დაარსებული 1925 წელს!!!) ითხოვს საკუთარი შენობის რეკონსტრუქციის დასრულებამდე კვირაში ერთხელ მართავდეს კლასიკური მუსიკის კონცერტებს თბილისის სიმფონიური მუსიკის ერთადერთ დარბაზში, რომელიც აღნიშნული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და 20 წლის განმავლობაში მისი მთავარი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის სახელს ატარებს! არ არის საჭირო თემიდან გადახვევები ძვირფასო “ოპონენტებო”, თუ ვახტანგ კახიძესთან საერთო ენას ვერ ნახულობთ აღიარეთ საჯაროდ, ან საზოგადოებას ღიად უთხარით, რომ არ თვლით ჩვენს თხოვნას სამართლიანად.”

გააზიარეთ

 
...