ალი და ნინო BBC-ის ობიექტივში

17 თებერვალი, 2016

1ali-da-nino-bibicizeბრიტანული BBC-ის ობიექტივში ალი და ნინო მოექცა. ტელეკომპანიამ სპეციალური ვიდეორეპორტაჟი მოამზადა აზერბაიჯანელი-მუსლიმი ალი ხან შირვანშირისა და ქართველი-ქრისტიანი ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორიაზე.

მათი სიყვარულის ისტორია საფუძვლად დაედო ახალ ბრიტანულ ფილმს, რომლის დირექტორიც ასაფ კაპადია. ის თავად მოუყვა ბიბისის ჟურნალისტს ფილმის გადაღების პროცესზე. “ალი და ნინო” უკვე შეაფასეს ამერიკულ კინოფესტივალზე “სანდენსი”.

“დღეს ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია იმის ფონზე, თუ რა მოვლენები ვითარდება მსოფლიოში. აქ აღმოსავლეთი ერწყმის დასავლეთს, ევროპა ც აზიას, ისლამი – ქრისტიანობას. საოცარი ადგილია. ეს გიჟური თავგადასავალი იყო უცნობ სამყაროში,” – განაცხადა ფილმის დირექტორმა.

ფილმის რეჟისორი კრისტოფერ ჰემპტონია, პროდიუსერი ლეილა ალიევა, სცენარისტი ბრიტანელი ნოველისტი კრისტოფერ ჰემპტონია, თუმცა სცენების დიდი ნაწილი უცვლელად ყურბან საიდის რომანის მიხედვით გადაიღეს. რომანში მოქმედება კავკასიასა და ირანში პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. რომანის სიუჟეტის მოქმედება XX საუკუნის დასაწყისის ძველ ბაქოში და მის სიახლოვეს ვითარდება.

რომანმა გამოქვეყნებისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა და 33 ენაზე ითარგმნა.