9 თებერვალი, 2016

ჯანსუღ კახიძის ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

1kaxidzis-centriჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ვახტანგ კახიძისა და ნიკოლოზ რაჭველის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“პატივცემულო საზოგადოება,

ვინაიდან ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელსა და ტელე სივრცეში მიმდინარეობს აქტიური განხილვა ე.წ. “დაპირისპირებისა” დირიჟორებს შორის, რომელსაც საფუძვლად დაედო 2013 წლის მიმოწერა კულტურის სამინისტროსა და ჯ.კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს შორის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია წარმოგიდგინოთ ამ მიმოწერის სრული ვერსია და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდები, რომლებმაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის დეზორიენტაცია მოახდინა.

რაც შეეხება ამ დღეებში გაჟღერებულ ბევრ სიცრუესა და ბრალდებას, ამას ყველაფერს აუცილებლად გაეცემა პასუხი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, გამოაშკარავდება ნ.რაჭველის “მრავალმხრივი მოღვაწეობის” გარკვეული საეჭვო ასპექტები, რისგანაც ჩვენ, მიუხედავად დაუსრულებელი მწვავე შემოტევებისა, ბოლო წლების განმავლობაში, თავს ვიკავებდით.”

1kaxidze

1kaxidze1

1323232

1kaxidze2