აფხაზეთში მდებარე არაერთი ძეგლი ქართული კვალის წაშლის საფრთხის წინაშეა.ილორის XI საუკუნის ძეგლის, დრანდას VII საუკუნის ძეგლის შემდეგ, სოხუმში ისტორიული ციხე-სიმაგრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
აფხაზეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის ბატალ კობახიას თქმით, სოხუმის ციხე-სიმაგრის მდგომარეობა ურთულესია, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა და მასზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება გარდაუვალია.
ოფიციალური სოხუმის ინფორმაციით, ციხე-სიმაგრეზე ძირითადი გადაუდებელი სამუშაოები ქალაქის 2500 წლის იუბილესთვის უნდა დასრულდეს, რომელიც 2016 წელს ივლისის პირველ შაბათს აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებების ჩატარება განახლებულ ციხე-სიმაგრეშია დაგეგმილი.