18 თებერვალი, 2016

რატი ამაღლობელს ისევ ემუქრებიან

1rati-amagobeliხანმოკლე პაუზის შემდეგ, პოეტ რატი ამაღლობელს ისევ ემუქრებიან.

“სადმე არ გადამეყარო, შენს თავს ხელიდან ვერავინ წამართმევს!” – ასეთია მუქარით სავსე განცხადება რომლის ავტორიც ანთიმოზ ბიჩინაშვილია.

მისი განრისხება, მცირე დაგვიანებით, იმ ლექსმა გამოიწვია, რომელიც რატიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა. “პატრიარქი გაიყინა” – ასე იწყება ლექსი და ის თბილისის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში გაყინულ ადამიანს ეძღვნება:

“რა ლექსი? რა პოემა? როდესაც ტექნიკურად პატრიარქს შეურაცხყოფს და ლექსს არის ამოფარებული ეს ნაძირალა.პატრიარქი მამაა, შვილი არ უნდა აძლევდეს უფლებას მამა შეგიგინონ და ჩემნაირად მოაზროვნენი რაც უფრო ბევრი იქნება მით უკეთესი.სახლში მოვედი და ტელევიზორი ჩავრთე. პირდაპირ პირველი არხი ჩაირთო და უცებ რატი. რატი ამაღლობელი! სადმე არ გადამეყარო, შენს თავს ხელიდან ვერავინ წამართმევს! მე თუ სადმე გადამეყარა აუცილებლად პასუხს მოვთხოვ. სპეციალურად არ დავუპადიეზდებ.ესე თუ შეგტკივა გული იმ გაყინულზე, წაგეყვანა სახლში და მოგევლო! ეხლაც ბევრნი არიან ქუჩებში მოსავლელი, შენ კი პირველ არხზე ზიხარ და ნარციზიზმით ხარ დაკავებული!”