21 თებერვალი, 2016

ვანო ტურაბელიძე დაქორწინდა

1vano-turabelidzeThe Voice საქართველოს მონაწილის ილა წულაძის შემდეგ, პროექტის ფინალისტი ვანო ტურაბელიძე დაქორწინდა.

მომღერალმა ანრი ჯოხაძის გუნდიდან პროექტის ყველა ეტაპი წარმატებით გადალახა და ფინალამდე მისვლა შეძლო, თუმცა გამარჯვებული ვერ გახდა.

კონკურსანტის გაბედნიერების შესახებ სასიხარულო ინფორმაცია The Voice საქართველოს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:

“ჩვენი კიდევ ერთი მონაწილე გაბედნიერდა! “ვოისის” შემოქმედებითი ჯგუფი ულოცავს ვანოს და თიკოს გაბედნიერებას!”