27 თებერვალი, 2016

გიორგი ბახუტაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

1giorgi-baxutashviliმუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ფართო საზოგადოებამ გახმაურებულ ქართულ სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” ცოტნე ცოტაშვილის როლის შესრულებით გაიცნო. მსახიობი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

გიორგი ბახუტაშვილი:

“მოკლედ, თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდებაო (ალავერდის მადლი და ძალა შეგეწიოს კვლევის ცენტრო). ჰოდა, მობრძანდით მეგობრებო მუსიკისა და დრამის თეატრში და ნახეთ “მედეა” იმისათვის, რომ:

როდესაც ვინმე ახსენებს ბუბა გოგორიშვილს – იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!

როდესაც ვინმე ახსენებს კახა კინწურაშვილს – იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!

როდესაც ვინმე ახსენებს დავით ბეშიტაიშვილს – იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!

და როდესაც ვინმე ახსენებს მიშა ჩარკვიანს – იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!”