13 იანვარი, 2016

The Voice საქართველოს გამარჯვებული გამოვლენილია

1voisis-gamarjvebuliThe Voice საქართველომ მესამე სეზონი დაასრულა და გამარჯვებულიც გამოავლინა. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სალომე დოლიძე ნოდიკო ტატიშვილის გუნდიდან, გიორგი ნადიბაიძე ქეთა თოფურიას გუნდიდან, ვანო ტურაბელიძე ანრი ჯოხაძის გუნდიდან და შოთიკო ტატიშვილი ნუცა შანშიაშვილის გუნდიდან.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ხმათა 55 %-ით პროექტის გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე გახდა, რომელსაც გადაეცა 3 ოთახიანი ბინა არქი დიღომში.

პრიზებისა და ჯილდოების გარეშე არც შოუს სხვა მონაწილეები დარჩენილან:

Crediton.ge-ს გამოკითხვის გამარჯვებული გახდა შოთიკო ტატიშვილი, მას გადაეცა 10 000 ლარი;

ტელეკომპანია იმედმა ვანო ტურაბელიძეს აჩუქა ორკაციანი საგზური ეგვიპტეში;

Adjaranet-ის გამოკითხვის ლიდერები გახდნენ შოთიკო ტატიშვილი და ბაკო ალანია, მათი რჩეული კი სალომე დოლიძე. მათ გადაეცათ Samsung Galaxy Note 5;

ფორტუნა პლიუსის და ავტორადიოს რჩეულად დასახელდა სალომე დოლიძე და მან მიიღო საგზური COLDPLAY-ის კონცერტზე;

“ნატალი ჯგუფის” რჩეული გახდა სალომე დოლიძე , მას გადაეცა 1000 ლარიანი ვაუჩერი, ფინალისტ ბიჭებს კი ვაუჩერები ჯერმანი დე კაპუჩინის სპისგან;

ქეთა თოფურიამ კი ქეთი ბერიძეს ოცნება აუსრულა – ის ცხვირის ოპერაციას გაიკეთებს.