14 იანვარი, 2016

ჭიათურის თეატრი 120 წლისაა

1chiaturaჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის 120 წლისაა. მისი იუბილე 14 იანვარს ქართული თეატრის დღეს აღინიშნება.

იუბილარ თეატრში მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება. გაიხსნება სპეციალური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ფოტოები, კოსტიუმები და სხვადასხვა მუზეუმში დაცული საარქივო მასალა.

ჭიათურის თეატრის დასი წარმოადგენს დადგმას, რომელიც თეატრის ისტორიას ასახავს. მოეწყობა გასულ წელს ქართული თეატრის მიერ საერთაშორისო თუ ადგილობრივი წარმატებების მიმოხილვა და პრეზენტაცია.

გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გაიცემა 18 პრემია, მათ შორის სახელობითი პრემიები განსაკუთრებული ღვაწლისთვის სანდრო ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, პეტრე ოცხელის, ასევე სპეციალური პრიზი და ყოველწლიური ჯილდოები წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის, მსახიობებისთვის, რეჟისურისთვის.

დაჯილდოების ცერემონიას მუსიკალურად გააფორმებენ ქართული ესტრადის და თეატრის წარმომადგენლები და შეასრულებენ სიმღერებს სხვადასხვა ცნობილი ქართული სპექტაკლიდან. ღონისძიებაში მონაწილეობენ მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ანრი ჯოხაძე, გიორგი სუხიტაშვილი, მაკა ზამბახიძე, თეატრის მსახიობები და ოპერის მომღერლები.

ქართული თეატრის დღეს ღონისძიების დასასრულს, თეატრის ტერიტორიაზე ჭიათურის თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობის როდერ ჩაჩანიძის ვარსკვლავი გაიხსნება.