25 იანვარი, 2016

მაია ასათიანი სკანდალში გაეხვია

1maia-asatiani-skandalshiგადაცემა “პროფილი” და მისი წამყვანი მაია ასათიანი სკანდალში გაეხვია. ახალი სატელევიზიო სეზონი გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა რადიკალურად განსხვავებული თემებით დაიწყო და საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებებიც დაიმსახურა.

ბოლო პერიოდში მაია ასათიანი სულ უფრო და უფრო მძიმე თემებზე ამზადებს გადაცემებს, ერთ-ერთ ბოლო თემას – სუიციდს კი ფსიქოლოგი გიორგი დონაძე გამოეხმაურა და დაგმო.

გიორგი დონაძე:

“მიუხედავად მცდელობისა, რომ გადაცემა ,,პროფილს“ არ გაეკეთებინა ასეთ ფორმატში გადაცემა სუიციდის შემთხვევების გაშუქების თემაზე, როგორიცაა შემთხვევების განხილვა პირდაპირ ეთერში, გარდაცვლილის ახლობლების მოწვევა, თემის რომანტიზება და მომხდარის ცალსახად ერთ რომელიმე მიზეზზე დაყვანის მცდელობა! ზემოთ თქმული კი დაკავშირებულია ქვემოთ მოყვანილ რისკებთან!

მიუხედავად ამისა კვლავ გრძელდება მანკიერი პრაქტიკა, რაც ნათლად ჩანს გადაცემის ანონსში!
ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები ვგმობთ ამ ფაქტს და ვთვლით, რომ ეს გადაცემა არ უნდა გავიდეს ეთერში!

რადგან ანონსშივე უკვე ნათლად ჩანს ქვემოთ აღნიშნული რისკების არ ცოდნის და შოუს გაკეთების მცდელობა, მანიპულირება ადამიანების ემოციებზე ისეთი თემებით, რომელიც თავისთავში შეიცავს ფატალურ რისკებს!

სუიციდის გაშუქება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. ამბის ღირებულების შეფასებისას, ჟურნალისტებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ მათი შეტყობინება ძლიერ ზეგავლენას იქონიებს არამარმარტო გარდაცვლილის მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, არამედ მკითხველებსა და აუდიტორიაზეც.

ევროპის დართ ცენტრმა ჟურნალიტებისთვის გამოსცა განახლებული და სრულყოფილი ბროშურა სუიციდის გაშუქების თემაზე. (სუციდის გაშუქება, სახელმძღვანელო ჟურნალისტებისათვის; კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლა; ფსიქოტრავმის საზოგადოება), სადაც წერია და ეყრდნობა მტკიცებულებით კვლევებს: ,,გამოკვლევები მიუთითებს, რომ საშუალოდ 2.5%-ით მატულობს სუიციდის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც თვითმკლელობის შესახებ ისტორია საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ხდება.”

აქვე გრძელდება: ,,მაგრამ ყველაფერი ასე ცალსახადაც არაა: სხვა კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ ფრთხილი, კვალიფიციური გაშუქება, პირიქით, დიდ როლს თამაშობს სუიციდის შემცირებაში და საზოგადოებას ეხმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცოდნა გაიღრმავოს.’’

“გაწონასწორებული გაშუქება გულისხმობს სუიციდის გამომწვევი პოტენციური ფაქტორების სპექტრის გათვალისწინებას. თვითმკვლელობის მიზეზების დაკნინება და მათი დაყვანა მხოლოდ რომელიმე ერთ კონკრეტულ საბაბამდე, მაგალითად დამცირება/დაცინვა (ბულლყინგ), გაკოტრება, ან შეყვარებულთან დაშორება – გავრცელებული შეცდომაა.”

,,არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ერთი მიზეზი, მაგალითად, დამცირება/ბულინგი ან სექსუალური ძლადობა გამხდარიყო გადამწყვეტი ფაქტორი სუიციდისთვის, თუმცა თვითმკვლელობის ასახსნელად, მხოლოდ ერთ რომელიმე მიზეზზე ყურადღების გამახვილება არ იქნება მართალი. სხვა ფაქტორებზე წაყრუება ცუდ სამსახურს უწევს მათ, ვინც სუიციდზე ფიქრობს, ამასთან ამგვარი გაშუქება შესაძლოა თვითმკვლელობის ირიბ წახალისებად იქცეს.”

გიორგი დონაძის განცხადებას თოქ-შოუ პროფილი განცხადებით გამოეხმაურა, რომელიც მის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა:

“მოზარდთა სუიციდის თემაზე მუშაობის დროს, ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ კვალიფიციურ და კომპეტენტურ სპეციალისტებთან, გავეცანით ამ თემის გაშუქების საერთაშორისო პრაქტიკას, ვაცნობიერებთ რამდენად ფრთხილი მიდგომა სჭირება საკითხს, შესაბამისად, ღია ვართ ნებისმიერი რჩევის და რეკომენდაციის მისაღებად, თუ ის საქმის გაკეთების სურვილითაა ნაკრნახევი და არ ემსახურება სკანდალის და ხმაურის ატეხვას. ასეთი შეხვედრა ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა ჯგუფთან ხვალაც გვაქვს დაგეგმილი. გადაცემის მიზანია სუიციდის პრევენცია და არა ხმაური და სკანდალი. თუ შეიძლება ნუ შეუწყობთ ამას ხელს.”