6 იანვარი, 2016

ვინ ცრუობს სერიალის ,,შუა ქალაქში’’ სახელით?

1shua-qalaqshi1Night Show Studio-ს სერიალი “შუა ქალაქში” წლებია პოპულარობას არ კარგავს და მას ერთგული მაყურებლის მთელი არმია ჰყავს.

სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად სარგებლობენ წარმატებული პიროვნებებისა თუ პროექტების სახელით და საზოგადოებას ატყუებენ.

სერიალის შემქმნელებმა გაასაჯაროვეს ინფორმაცია, რომ მათი სახელით სარგებლობენ უცხო პირები და ატარებენ ”კონკურსს”, რომელიც სინამდვილეში კონკურსი არ არის. ეს ცრუ ინფორმაციაა და ამის დამადასტურებლად ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ მიწოდებულ ფოტოსაც აქვეყნებენ:

“ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ მოწოდებული ფოტო!

ამ ამბავმა ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა! ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ეს ყველაფერი საჯარო გაგვეხადა!

ჩვენ ვცდილობთ, რომ მომხმარებლები შეცდომაში არ შევიდნენ და შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა!

Night Show Studio უფლებას იტოვებს, რომ მსგავსი გვერდები, რომელიც “შუა ქალაქთან” ასოცირდება და მსგავსი ცრუ ინფორმაციები გამოქვეყნდება, აუცილებლად გაუქმდება!”

1shua-qalaqshi