სანდრო ახმეტელი: ,,მხოლოდ ერთი რამ მაკვირვებს!’’

14 იანვარი, 2016

1sandro-axmeteliქართული თეატრალური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი სანდრო ახმეტელი თეატრის აუცილებლობაზე ყოველთვის ღიად საუბრობდა.

ქართული თეატრის დღეს “არტინფო” გთავაზობთ რეჟისორის მოსაზრებას თეატრთან დაკავშირებით, რომელიც 1915 წელს დაწერა და რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას:

“მე – მიუხედავად იმისა, რომ ყველა გრძნობს თეატრის აუცილებლობას, პირადად ვერც ჟურნალ-გაზეთებში და ვერც კერძო ლაპარაკის დროს ამა თუ იმ პირისაგან, ვერ ვპოვე პასუხი იმ ფრიად დიდ საკითხზე, რომელიც თავისთავად აქ იბადება, სახელდობრ: როგორი თეატრია საჭირო ჩვენთვის, ქართველებისთვის… ვაშენებთ, ან უფრო გვსურს ავაშენოთ თეატრი და მასთან კი არ ვიცით, გამორკვეული არა გვაქვს, თუ რაგვარი სული გვინდა ჩავსახოთ და ან რა ჰანგები უნდა ავაჟღეროთ შიგ.

ბევრისთვის ეროვნული თეატრი ტრიბუნაა, საიდანაც გაისმის ხმა ჩაგრულისა, ხმა ბრძოლისა და სხვ. ამგვარი შეხედულება თეატრზე არა ახალი, ძველია; მან უკვე განვლო თავისი დრო და დღესდღეობით სამუდამოდ ჩამარხულად უნდა ვაღიაროთ. თეატრი არაა სკოლა, და არც ტრიბუნა! თეატრი მხოლოდ რელიგიური ტაძარია. თეატრი უმაღლესი გამოხატულებაა ადამიანის გრძნობისა. მხოლოდ თეატრში ისახება საუკეთესო პროპორციით ეს გრძნობა აპოლონის და დიონისეს კულტის ფორმებში.”

გააზიარეთ

 
...