The Voice-ის პატიმარი კონკურსანტი თავისუფალია

23 დეკემბერი, 2015

1teona-kolbaia-tavisufaliaმუსიკალური შოუს The Voice-ის პატიმარი კონკურსანტი თეონა ყოლბაია თავისუფალია. მართალია, მან პროექტი დატოვა, მაგრამ ის ციხეში კი არა, სახლში წავიდა.

პროექტის მსვლელობისას ტელევიზიაში სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი მივიდა და თეონას გათავისუფლების შესახებ განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა.

26 წლის თეონა ყოლბაია სასჯელს ყაჩაღობისთვის 21 წლიდან იხდიდა. კონკურსანტი დაყაჩაღებაზე საყვარელ ადამიანს დაუფიქრებლად გაყვა. ამ საქციელის გამო, წყვილს თავის დროზე ბონი და კლაიდიც უწოდეს.

თეონა ყოლბაია ანრის გუნდის წევრია და რეპეტიციებს საპყრობილეში გადიოდა. ქალთა N5 დაწესებულებაში The Voice-მა კონცერტიც გამართა, სადაც თეონასთან ერთად შოუს სხვა მონაწილეებმაც იმღერეს.