PSY-მ ახალი რეკორდი დაამყარა

1 დეკემბერი, 2015

1psyმსოფლიო ჰიტის Gangnam Style-ის ავტორმა PSY-მ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მომღერალმა გამოუშვა ახალი ვიდეორგოლი სიმღერაზე DADDY, რომელმაც დღე-ღამის განმავლობაში 4,5 მილიონზე მეტი ნახვა და 140.000-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

35 წლის პაკ ჩე სანი მსოფლიომ PSY-ის სახელით გაიცნო. მან საკონცერტო ტურნეები 2001 წელს დაიწყო. მისმა კლიპმა სიმღერაზე Gangnam Style, რომელიც 2012 წელს შესთავაზა მსმენელს, იუთუბის მრიცხველი მწყობრიდან გამოიყვანა და 2 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

PSY-ს ახალი ვიდეორგოლი DADDY უსწრაფესი ტემპებით ვრცელდება და სულ უფრო პოპულარული ხდება.

მოხსნის თუ არა Gangnam Style-ის რეკორდს მომღერლის ახალი სიმღერა, უახლოეს მომავალში შევიტყობთ.