19 დეკემბერი, 2015

coldplay-ის ჯენტლმენური ჟესტი ხატია ბუნიათიშვილს

1xatia-da-coldplayმსოფლიოში ცნობილი როკ ჯგუფი coldplay თავის რიგით მეშვიდე ალბომზე მუშაობს. ალბომზე ჯგუფის გარდა, სხვა ცნობილი მუსიკოსები და მომღერლებიც არიან ჩართული, მათ შორისაა ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი.

ახალ ალბომში ხატია ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიციის “kaleidoscope” შესავალში უკრავს, რომელსაც მთავარ მარგალიტს უწოდებენ.

ჯგუფმა ქართველ პიანისტთან ერთად წინა კვირას კონცერტი პარიზში გამართა. ემოციებით აღფრთოვანებულმა ხატიამ coldplay-ის სოლისტს კრის მარტინს ვრცელი წერილი მიუძღვნა.

ამჯერად იგივე ჟესტი coldplay-მ გაიმეორა და ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე ქართველი პიანისტის მიმართ მადლიერება საჯაროდ გამოხატა:

“მადლობა ხატია ჩვენი ალბომის გალამაზებისთვის, მაგიური დაკვრისთვის “კალეიდოსკოპის” დასაწყისში.”