29 დეკემბერი, 2015

ჯანეტ ქერდიყოშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

1Janet-Kerdikoshvili-8“მის საქართველო 2011” ჯანეტ ქერდიყოშვილი ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ხდება ფართო საზოგადოების განსჯის საგანი. ქალისა და მამაკაცის ღალატის თემასთან დაკავშირებით, მოდელი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, მისმა ერთ-ერთმა ბოლო განცხადებამ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ლამაზმანი იძულებული გახდა, მამისა და შვილის სიყვარულის თემას საჯარო კომენტარით გამოხმაურებოდა.

ჯანეტ ქერდიყოშვილი:

“ჩემო ძვირფასებო! ჩემო უნიჭიერესო და უჭკვიანესო ქართველებო! რამდენნი ვყოფილვართ! თქვენ გაგახარათ ღმერთმა!

არ დავიღალეთ ამდენი ნეგატივით?! თქვენი თითოეული უარყოფითი სიტყვა, ხომ ისევ თქვენ გიბრუნდებათ დროთა განმავლობაში. უკვე მარაზმში გადადის ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ როგორც ვხედავ ჩვენი პატივსაცემი საზოგადოების ნაწილი მაინც ვერ ხვდება ჩემს მიერ გამოთქმულ აზრზს და შეხედულებას. ან არ უნდა მიხვდეს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა…

ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ იმის მაგივრად, რომ ვამაყობდეთ ჩვენი წეს-ჩვეულებებით, ადათ-წესებით და ფასეულობებით, რომლებმაც ისტორიას გაუძლო, ჩვენ პირიქით ვკარგავთ და ვფლანგავთ ამას, ამ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ გზაზე ევროპისკენ, რაც კარგია და ძირძველი ევროპული ფასეულობები, მას კი არ ვაკვირდებით და ვიგებთ, პირიქით რაც ახალია, გაურკვეველი და ხშირად იმ ნამდვილი ევროპელისათვისაც მიუღებელი, იმას ვისრუტავთ და ვაფეტიშებთ!

რაც შეეხება მამასა და შვილის სიყვარულზე… ისევ არასწორი ინტერპრეტაცია იყო. მე ვიგულისხმე, რომ ისეთივე მეორე ნახევარი მჭირდება-თქო, როგორიც მამაჩემია, ისეთივე მზრუნველი და მოსიყვარულე… ესაა ჩემი ბოლო კომენტარი.

ახლა კი გილოცავთ, ჩემო კარგებო, დამდეგ ახალ 2016 წელს! და გისურვებთ შინაგან სიმშვიდეს და უფრო გაბრწყინებულ მომავალს!!!”