13 დეკემბერი, 2015

ქაქუცა ჩოლოყაშვილზე ფილმს გადაიღებენ

1qaqucaსაქართველოს ეროვნულ გმირზე ქაქუცა ჩოლოყაშვილზე მხატვრულ ფილმს გადაიღებენ.

Kakutsa Cholokashvili VS Lavrentiy Beria – ასეთია ახალი ისტორიული დრამის დევიზი, რომლისთვისაც სცენარი მწერალმა მიხო მოსულიშვილმა დაწერა. ამ სცენარით მან მონაწილეობა მიიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში და გამარჯვებულიც გახდა.

მიხო მოსულიშვილი, მწერალი:

– საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონკურსი გულისხმობდა ისტორიული ფილმების სცენარებს, რაც ერთგვარი სიახლეა, რადგან სიძვირის გამო, აქამდე უარს ვამობობდით ისტორიულ ფილმებზე და ახლა ამაზეც დავიწყეთ ფიქრი…

ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ ორ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და ორივეში გავიმარჯვეთ. “ქაქცუცა” და “დიდი ძუ დათვი”. ეს ძალიან კარგი კონკურსებია სცენარისტების პროფესიონალიზმის ასამაღლებლად.

ეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებული ორი სხვადასხვა კონკურსია სცენარების განვითარებისთვის, ანუ სცენარები რომ დაიხვეწოს, ამისთვის ამ კონკურსებში გამარჯვებული პროექტებისთვის კინოცენტრი იწვევს უცხოელ ექსპერტებს და მიმდინარეობს ამ სცენარების დახვეწა. შედეგები დაიდება ბოლოს და ყველაზე წარმატებული სცენარი იქცევა ფილმად.