5 დეკემბერი, 2015

ქართველი მხატვრის ნამუშევარი სოთბის აუქციონზე გაიყიდა

1merab-abramishviliiiiiსოთბის სააუქციონო სახლი ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად ექცევა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ბოლო პერიოდში გასაყიდ ექსპონატთა შორის ქართველი ხელოვანების ნამუშევრებიც ხვდება.

ამჯერად სოთბის სააუქციონო სახლის აუქციონზე “XX საუკუნე – განსხვავებული პერსპექტივა” მერაბ აბრამიშვილის რამდენიმე ნამუშევარი გაიტანეს. მათგან ერთ-ერთი “პიანინო” 25.000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ინფორმაციას ბაია გალერეა ავრცელებს და განმარტავს, რომ ქართველი მხატვრის ეს ნამუშევარი ევროპული კოლექციიდან იყო წარმოდგენილი.

მხატვრის ნამუშევრები სოთბის სააუქციონო სახლის აუქციონზე სისტემატურად ხვდება. ორი წლის წინ მერაბ აბრამიშვილის კიდევ ერთი ნამუშევარი 17. 500 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

მერაბ აბრამიშვილი ალექსანდრე ბანძელაძის სამხატვრო სტუდიაში სწავლობდა, თბილისის სამხატვრო აკადემიაში კი დაზგური გრაფიკის განხრით ისწავლა. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო „ამირანის ეპოსი“, ილუსტრაციები.

მუშაობდა სოფელ მსხალდიდის სკოლაში ხატვის მასწავლებლად, იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, აწყობდა გამოფენებს როგორც თბილისში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.

2006 წლის 22 ივნისს მერაბ აბრამიშვილი 49 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

1merab-abramishvili