11 დეკემბერი, 2015

,,ფორტე’’ პატიმრებისთვის

1forteჯგუფი “ფორტე” დაარსების დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს მსმენელში. მომღერლები არასოდეს ამბობენ უარს საინტერესო პროექტებში მონაწილეობაზე, ამიტომაც გამონაკლისი არც პატიმარი ქალბატონებისთვის სიმღერა იყო.

“ფორტე” სასჯელაღსრულების N5-ე ქალთა დაწესებულებას ესტუმრა და კონცერტი გამართა. მომღერლებმა მსჯავრდებულ ქალბატონებს საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერები შეასრულეს, დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და საკუთარი მოღვაწეობის სხვადსხვა პერიოდი გაიხსენეს.

ანსამბლის წევრებმა მსჯავრდებულების მიერ შესრულებულ სიმღერებსაც მოუსმინეს და მათთან ერთად რამდენიმე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერიც შეასრულეს.

ანსამბლის წევრებმა მსჯავრდებულ ქალბატონებს თავიანთი სიმღერების ალბომი “თბილისის მზეს” გადასცეს. მსჯავრდებულებმა კი “ფორტეს” წევრებს ხელნაკეთი ხატები და სხვადასხვა ნივთები დაათვალიერეს და სამახსოვრო საჩუქრებიც აჩუქეს.