6 დეკემბერი, 2015

ოთარ იოსელიანი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

1otar-ioselianiქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი, რომელიც წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ხელოვანი აქტიურად ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე კულტურულ პროცესებს და კინოსტუდია “ქართულ ფილმში” მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ოთარ იოსელიანის განცხადებას სააქციო საზოგადოება ”ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თამაზ ორაშვილი ავრცელებს.

ოთარ იოსელიანი:

“რამდენადაც ვიცი, კინოსტუდია “ქართული ფილმის” დირექტორად რეჟისორი გიორგი შენგელაია დაინიშნა, თუმცა, ერთი კვირაც არ გასულა, რომ ეს გადაწყვეტილება უკან წაიღეს და ბატონი გიორგი თანამდებობიდან მოხსნეს.

ვფიქრობ, მას შეურაცყოფა მიაყენეს და ვერ ვიგებ, ასეთი მოქცევა რა წესია.
აქ მთავარი ერთი რამ არის – ისეთი დონის შემომქმედი, როგორიც გიორგი შენგელაიაა, ამ დროში ძნელად თუ მოიძებნება.

უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორის პროფესია ერთდროულად კარგი ორგანიზატორობაცაა. შესაბამისად, თუ კი გიორგის კინოსტუდიაში არსებულ ვითარებაზე გული შესტკივა, მაშინ მისთვის გასაქნი უნდა მიეცათ, ეცლიათ სტუდიის ხელახლა ამუშავება და მერე ემსჯელათ რა შეეძლო და რა – არა. სწორად ამიტომ სჯობს ყველამ ის აკეთოს, რაც მართლა იცის და შეუძლია. მითუმეტეს, რომ მან საკუთარ თავზე სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი წარმოების მოვლა აიღო.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ აქ ძალიან მძიმე პრობლემებია – სინამდვილეში ცხედრის გაცოცხლებაზეა საუბარი.”