20 დეკემბერი, 2015

,,მის ინტერკონტინენტალის” ფინალი ქართველი კონკურსანტის გარეშე

1elene-gamkrelidzeქართველი მოდელებისთვის ბოლო სამი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამი ლამაზმანი ნუკა ყარალაშვილი, ელენე გამყრელიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მსოფლიოს სამ უმთავრეს სილამაზის კონკურსში მონაწილეობს.

ნუკა ყარალაშვილმა საქართველო “მის მსოფლიო 2015”-ზე წარადგინა და ტოპ ოცეულში ვერ მოხვდა, ჯანეტ ქერდიყოშვილის ბედი რამდენიმე საათში “მის სამყარო 2015”-ზე გადაწყდება, ელენე გამყრელიძე კი “მის ინტერკონტინენტალი 2015”-ის კონკურსში იყო ჩართული, რომელიც მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

“მის ინტერკონტინენტალის” ფინალში გამარჯვება რუსეთის წარმომადგენელმა ვალენტინა რასულოვამ მოიპოვა, მეორე ადგილი ფილიპინელ კონკურსანტს მიანიჭეს, მეორე ვიცე მისი ამერიკის წარმომადგენელი გახდა.…

საქართველოს წარმომადგენელი ელენე გამყრელიძე კი ნახევარფინალს მიღმა აღმოჩნდა და კონკურსს გამოეთიშა.