22 დეკემბერი, 2015

კიდევ ერთი ჯილდო რობერტ სტურუას

1robert-sturua-daajildovesრეჟისორ რობერტ სტურუას ჯილდოებს კიდევ ერთი შეემატა. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კარგა ხანია განებივრებულია პრემიებითა და ჯილდოებით და თითოეული მათგანის მიღებას მისი შრომის დაფასებად აღიქვამს.

რობერტ სტურუა საზოგადოებრივმა მაუწყებლმა დააჯილდოვა ნომინაციაში “წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენა”. ამ ნომინაციაში წარდგენილი რამდენიმე მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენიდან ყველაზე მეტი ხმა მაყურებელმა სტურუამ მიანიჭა.

2015 წელს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტმა მაესტროს მსოფლიო თეატრების ელჩის წოდება მიანიჭა და სწორედ ეს მოვლენა დასახელდა მაყურებლის მიერ წელს ყველაზე მნიშვნელოვნად ქართულ თეატრალურ სამყაროში.