26 დეკემბერი, 2015

ზუგდიდის თეატრში მდგომარეობა დამძიმდა

1zugdidis-teatri-umZimes-mdgomareobashiaშალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო თეატრში მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი აცხადებს, თეატრის ისედაც სავალალო მდგომარეობა დღითიდღე რთულდება.

ბადრი წერედიანი:

“აღარ ვიცი რა ვქნა და რა ვუთხრა ჩემს მსახიობებს და ქალაქის მოსახლეობას. კიდევ ერთი სეზონის დასასრულს და ამ ყინვაში მსახიობებმა მაქსიმალური მოახერეს და მაყურებელმაც კიდევ ერთხელ არნახული თანადგომა გამოგვიცხადა…

მაგრამ სადამდე? თეატრის უხუცესი მსახიობი ზემფირა გუნია ისევ ავადაა და დასის უმეტესი მსახიობები იგივე მდგომარეობაშია… მაქვს ამის უფლება? რაც თეატრმა ბოლო პერიოდში მოახერხა, ამას ჩვენი მაყურებლები და პროფესიონალები აფასებენ ჩვენზე კარგად…

მაგრამ მე ერთი კითხვა მაწუხებს, აწი რა ვქნათ? ნუთუ ყველაფერს ერთი ფასი აქვს? რა გავაკეთოთ კიდევ??? მე რომ 3 ნახევარი მეტრიდან ჩამოვვარდი და გადავრჩი, ეს დავუშვათ და არაფერი მაგრამ, თანამშრომლებიდან ვინმე რომ დამეღუპოს, პასუხს ვის მოთხოვენ??? მაქვს ამის უფლება??? ჩვენს იქით ვინმეს კიდევ აწუხებს ეს მდგომარეობა???

შეგახსენებთ რომ თეატრის 150 წლის იუბილე უკვე ძალიან ახლოსაა, თუ ეს ფაქტი უბრალოდ დაივიწყეთ???

ნუთუ გგონიათ, რომ თეატრის შენობა მშვიდად დაინგრევა და არც არაფერი???

ასე გგონიათ მართლა?!?”

1zugdidis-teatri1

1zugdidis-teatri2