ჯანეტ ქერდიყოშვილი: ,,ყველა გაოცებულია’’

14 დეკემბერი, 2015

1janet“მის საქართველო 2011” ჯანეტ ქერდიყოშვილი საერთაშორისო სილამაზის კონკურსში “მის სამყარო 2015” მონაწილეობს.

მოდელი ლას ვეგასში იმყოფება და დასკვნით შოუმდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში მყოფებს თავის ემოციებს უზიარებს.

ჯანეტ ქერდიყოშვილი:

“ჩემო ძვირფასო ქართველებო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი მხარში დგომისათვის, მათ შორის ემიგრანტების მიმართაც მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო. თქვენმა ასეთმა აქტიურობამ სოციალურ ქსელში ლიდერთა პოზიციები გვარგუნა და ჩვენი პატარა და მცირერიცხოვანი ქვეყანა სხვა დიდი ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა. ყველა გაოცებულია ამ ფაქტით და რაც მთავარია, ეს დიდ გავლენას ახდენს შეფასებებსა და სამომავლო გადაწყვეტილებებზე. მინდა თხოვნით მოგმართოთ, რადგან 20 დეკემბრამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და თქვენი თითოეული ლაიქი და კომენტარი ძალიან დიდ ზეგავლებას ახდენს სამომავლოდ საქართველოს შანსებზე ამ კონკურსზე.”

“მის სამყარო 2015”-ის ფინალური კონკურსი ლას-ვეგასში 20 დეკემბერს გაიმართება.

გააზიარეთ

 
...