ცნობილი მხატვრები დიმიტრი ყიფიანის მუზეუმისთვის

14 დეკემბერი, 2015

1dimitri-kifianiცნობილი ქართველი მხატვრები დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის აღსადგენად ერთიანდებიან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და ნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების „პატრიარქის მხედრობა“ ორგანიზებით საქველმოქმედო გამოფენა გაიმართება.

საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ცნობილი მხატვრები საკუთარ ნამუშევრებს გასაყიდად გამოიტანენ.
შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციას.

საქველმოქმედო გამოფენა 16 დეკემბერს სამების ტაძარში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.