ქართული ფილმი ბოსფორის კინოფესტივალის გამარჯვებულია

15 დეკემბერი, 2015

1giorgi-cilosaniბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულმა ფილმმა გამარჯვება მოიპოვა.

სასიხარულო ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს:

“ქართული ფილმის წარმატება ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

გიორგი წილოსანის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მზადება” საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრიზით დაჯილდოვდა. გიორგი წილოსანის ნამუშევარი 111 ქვეყნის 2621 აპლიკანტს შორის შეარჩიეს.

ეროვნული კინოცენტრი ულოცავს ქართველ რეჟისორს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ წარმატებას.”