ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა საერთაშორისო კინოფესტივალზე

24 დეკემბერი, 2015

1nino-basiliaსაერთაშორისო კინოფესტივალზე კიდევ ერთი ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

გეტებორგის კინოფესტივალი, რომელსაც შვედეთში უმასპინძლებს, 36 წელია არსებობს. თავდაპირველად იგი მცირე აუდიტორიაზე იყო გათვლილი, ამჟამად კი კინოფესტივალი მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ყოველ წელს 115 000 ვიზიტორს მასპინძლობს და 500-მდე ფილმის ჩვენებას აწყობს. კინოფესტივალი სკანდინავიის ქვეყნებში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად არის მიჩნეული.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარდგენილ ფილმებს შორის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში საქართველოდან ნინო ბასილიას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ანას ცხოვრება” მოხვდა.

ფესტივალი 29 იანვარს გაიხსნება და 8 თებერვლამდე გაგრძელდება, გამარჯვებული კი ინგმარ ბერგმანის პრიზით დაჯილდოვდება.