უნიკალური შესაძლებლობა რეზო ჩხიკვიშვილის გულშემატკივრებისთვის

13 დეკემბერი, 2015

1rezo-chxikvishviliქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი წლებია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის ამჟამად საქართველოში იმყოფება.

მსახიობის გულშემატკივრებს ეძლევათ უნიკალური შანსი საქართველოში ჩამოსულ რეზო ჩხიკვიშვილს შეხვდნენ და მისი ცხოვრების საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპები გაიხსენონ, თან კიდევ ერთხელ გაიცნონ იგი, როგორც მსახიობი და მუსიკოსი.

ხელოვანი შეკრებილ საზოგადოებას ესაუბრება კარიერულ მიღწევებსა და გამოცდილებაზე, გადაღებების პროცესში მყოფი ფილმის ,,ექვთიმე” შესახებ, რომელშიც ბატონი რეზო მთავარ როლს ასრულებს. შეხვედრას დაესწრება ფილმის რეჟისორი, პროდუსერი და სცენარისტი ნიკოლოზ ხომასურიძე.

რეზო ჩხიკვიშვილთან შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კინოკლუბში 21 დეკემბერს გაიმართება. მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.