სულხან ცინცაძის იუბილე კონცერტით აღინიშნება

4 დეკემბერი, 2015

1sulxan-cincadzeწელს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის სულხან ცინცაძის საიუბილეო წელია – მას დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. საქართველოს სახალხო არტისტის, რუსთაველის და ფალიაშვილის პრემიების ლაურეატის მრავალფეროვანი შემოქმედება მის იუბილეზე კიდევ ერთხელ აჟღერდება.

კომპოზიტორის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი 7 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება. საიუბილეო საღამოს ავტორი და წამყვანი მომღერალი ირმა სოხაძეა.

კონცერტზე შესრულდება სულხან ცინცაძის საკვარტეტო მინიატურები და უკვდავი კინომუსიკა, როგორც ფრაგმენტული ვიდეოკოლაჟების სახით, ასევე საკონცერტო ვერსიებით, სხვადასხვა თაობის მუსიკოსების და მომღერლების შესრულებით, სიმებიანი კვარტეტის და ბენდის თანხლებით.

სულხან ცინცაძის საიუბილეო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი კონსტანტინე ვარდელის, თამაზ ბათიაშვილის, ნოდარ ჟვანიას და ოთარ ჩუბინიშვილის შემადგენლობით, თემურ მაისაშვილი, რიტმ–ჯგუფი: ნიკა ადიკაშვილის, უჩა მეტრეველის, ლევან დეისაძის შემადგენლობით, თამარ, სოფო, თინი ჭოხონელიძეები, მარიამ როინიშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ლაშა რამიშვილი, ტატო გოდერძიშვილი „4 გია“, 2 სექსტეტი ბუკა კარტოზიას ხელმძღვანელობით, ანსამბლი „უნივერსიტეტი“, საბავშვო სტუდიები „ბზიკები“ და „მხიარული ნოტები“.