სოლიდური გრანტი ხელოვანებისთვის!

9 დეკემბერი, 2015

grantiელიზაბეტ გრინშილდსის ფონდი, რომელიც 1955 წელს მისმა შვილმა ჩარლზ გლას გრინშილდსმა დედის პატივსაცემად დააარსა, ახალგაზრდა ხელოვანების წარმატებულ სამომავლო კარიერაზე ზრუნავს და მზად არის, მათ შემოდგომი საქმიანობისთვის სოლიდური ფინანსური დახმარება გაუწიოს.

გრანტის მოპოვება, რომელიც 15000-18000 კანადური დოლარია, შეუძლია ახალგაზრდა მხატვარს და მოქანდაკეს ნებისმიერი ქვეყნიდან. გრანტი გადაეცემათ იმ კანდიდატებს, რომლებიც მუშაობენ ფერწერაში, გრავიურაში და ქანდაკებაში.

გრანტის მოპოვების მსურველებმა დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.elizabethgreenshieldsfoundation.org/