საშობაო კონცერტი დაავადებული ბავშვებისთვის

18 დეკემბერი, 2015

1vaxtang-kahidzeმაესტრო ვახტანგ კახიძე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო საშობაო კონცერტს გამართავს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა და სოლისტები. საქველმოქმედო საღამოზე აჟღერდება ბახის საორღანო ნაწარმოები და საშობაო ორატორიები.

ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში პატარების დასახმარებელი ღონისძიება 25 დეკემებრს გაიმართება.

კონცერტიდან შემოსული თანხა კი მთლიანად სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება.