საყდრისი – ეს ყველამ უნდა ნახოს!

14 დეკემბერი, 2015

1saydrisis-afetqebaსაყდრისის აფეთქებიდან ერთი წელი გავიდა. მისი დამცველების აქტიურობის მიუხედავად, ამ უძველესი ძეგლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ერთ-ერთი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნება ქართულმა საზოგადოებამ ვერ შეძლო, თუმცა დავა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა საყდრისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ჯერ კიედვ მიმდინარეობს.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“საყდრისის აფეთქებიდან ერთი წელი გავიდა და ჩვენი თავდაუზოგავი ბრძოლის მიუხედავად ძეგლის გადარჩენა ვერ შევძელით. სამწუხაროდ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემა ვერ გახდა ფართო საზოგადოებრივი ინტერესის საგანი. ე.წ. კერძო დავა კი რეალურად იქცა ბრძოლად რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ კომიტეტსა და მთავრობას შორის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საყდრისის ბედი ისე გადაწყვეტილიყო , როგორც დღეს არის. კომიტეტის წევრების დისკრედიტაციის მიზნით შეიქმნა სპეციალური ჯგუფები, დაიქირავეს მეცნიერები. კულტურის წარმომადგენლები, მთავრობის უმაღლესმა პირმა დივერსანტებიც კი გვიწოდა და სამართლადამცავებს ჩვენი საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდა, გაჩნდა ბრალდებები ჩვენი და ნაციონალური მოძრაობის ფარული ალიანსისა და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, იყო კომიტეტის წევრების დაშინების და გადაბირების მცდელობა, ერთ-ერთმა წევრმა სამსახური დაკარგა.

დღეს ბევრი სვამს შეკითხვას, რას ემსახურება საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი მაშინ, როდესაც ძეგლი აღარ არსებობს, ვინ აფინანსებს და რატომ არის, რომ ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიციური პარტიები აქტიურად უჭერენ მხარს.

ჩვენი კომიტეტი არსებობს იმისათვის, რომ საყდრისის მსგავსად კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის თითოეული ფაქტი გახადოს რეზონანსული, იმისათვის რომ პასუხი აგებინოს ყველას, ვინც უნიკალური ოქროს მაღაროს აფეთქებას დაუჭირა მხარი, ვინც ქვეყანას უდიდესი კულტურული მონაპოვარი დააკარგვინა. არსებობის დღიდან ჩვენი კომიტეტი დაფუძნებულია ენთუზიაზმზე, არასოდეს არანაირი ფინანსური დახმარება არავისგან არ მიგვიღია. რაც შეეხება პარტიების მხარდაჭერას, ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მხარდაჭერისაკენ მმართველ პარტიასაც, თუმცა მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საყდრისის საპარლამენტო კომისია არ შექმნილიყო.

საყდრისის კომიტეტი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას მომავალშიც, გვაქვს საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის იმედი.

ბოლოს, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა მედია საშუალებას, თითოეულ ჟურნალისტს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ობიექტურად აშუქებდა საყდრისის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. მადლობას ვუხდით არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით „მწვანე ალტერნატივას“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას იურიდიული და მორალური მხარდაჭერისათვის.

საყდრისის აფეთქებიდან ერთი წლისთავზე მისი დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები სპეციალურ ვიდეოს ავრცელებენ და მისი ნახვისკენ ყველას მოუწოდებენ:

გააზიარეთ

 
...