საქართველო მსოფლიოს რჩეულ ქვეყნებში მოხვდა

23 დეკემბერი, 2015

1saqartveloუძველესი კულტურით და შუასაუკუნეების არქტიტექტურით საქართველო CNN-ის ყურადღების ცენტრში მოექცა და რჩეულ ქვეყანათა ჩამონათვალში დასახელდა.

მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ტელეარხმა 2016 წელს აუცილებლად მოსანახულებელი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. 16 ქვეყნის სიაში საქართველოცაა.

“ეს ქვეყანა აუცილებლად უნდა მოინახულოთ მისი შუასაუკუნეების არქტიტექტურის, უძველესი კულტურისა და საუცხოო ლანდშაფტების გამო. თოვლით დაფარული მწვერვალები ფართო ხეობებში ეშვება, სადაც საუკუნოვანი სოფლებია უძველესი ეკლესიებითა და ციხესიმაგრეებით“, – აღნიშნულია CNN-ის ვებ-გვერდის სამოგზაურო რჩევების განყოფილებაში, რომელიც მსოფლიოს გამოცდილ მოგზაურებზე დაყრდნობით დაიწერა.

ვებ-გვერდის ტურისტული განყოფილების ექსპერტები საქართველოს მრავალფეროვან ბუნებასა და ლანდშაფტს მომაჯადოებელს უწოდებენ, თბილისს კი – ძველისა და ახლის უნიკალურ ნაზავს.

CNN-ის მიერ შედგენილ სიაში საქართველოს გარდა მოხვდნენ გრენლანდია, ისლანდია, ნორვეგია, ირანი, ტაივანი, ინდოეთის ეროვნული პარკი, მადაგასკარი, პაპუა-ახალი გვინეა, უგანდა და პალაუ. CNN-ის პარალელურად, მომავალ წელს აუცილებლად მოსანახულებელი ქვეყნების სია ნიუ-იორკის ჟურნალმა Travel + Leisure-მაც შეადგინა. მან საქართველო 50 რჩეულ ქვეყანათა ჩამონათვალში შეიყვანა.