სალომე ღვინიაშვილმა პროფესია შეიცვალა

4 დეკემბერი, 2015

1salome-gviniashvilis-koleqciaმოდელმა სალომე ღვინიაშვილმა პროფესია შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ერთწლიანი წარუმატებელი მუშაობის შემდეგ, საკუთარი “ფიტ კაფე” დახურა, გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობები სულ სხვა სფეროში მოესინჯა.

ქართველმა ლამაზმანმა ბევრი სხვა მოდელის მსგავსად დიზაინერობა დაიწყო და რამდენიმე დღეში საკუთარ კოლექციას შესთავაზებს მომხმარებელს. კოლექციაშია როგორც კლასიკური, ასევე ყოველდღიური სამოსი. კოლექციის შესაქმნელად დიზაინერმა ქსოვილები იტალიიდან და თურქეთიდან ჩამოიტანა.

სალომე ღვინიაშვილი 7 დეკემბერს მოდის სიახლეებით დაინტერესებულ საზოგადოებას საკუთარ ატელიეში მიიწვევს, სადაც შოურუმს მოაწყობს და ახალ კოლექციას წარადგენს.

პირველ ეტაპზე ახალბედა დიზაინერი არასრულ ე.წ. კაფსულა კოლექციას გამოიტანს. კოლექცია გათვლილია ქალბატონებისთვის, რომლებსაც ლამაზად ჩაცმა უყვართ და მოდის ახალ ტენდენციებსაც ითვალისწინებენ. სრულ კოლექციას კი სალომე ღვინიაშვილი ქართულ ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოიტანს.

მოდელი და უკვე დიზაინერი სამოსის ფასზე ხმამაღლა არ საუბრობს, მაგრამ ირწმუნება, რომ მისი კოლექციები ქართული ბაზრისთვის ხელისაწვდომია და ყველა ტიპის მომხმარებელზეა იქნება.