16 დეკემბერი, 2015

,,საიდუმლო სერობის’’ ყველაზე შთამბეჭდავი ისტორია

1da-vinchiლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობა” დიდი ხანია მეცნიერებისთვის ერთი დიდი თავსატეხია. ნაწილი ამტკიცებს, რომ ნამუშევარი უდიდეს საიდუმლოს ინახავს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ მასზე მუსიკალური ნოტებია დატანილი.

ასეა თუ ისე, და ვინჩის ეს ქმნილება დღემდე ერთ-ერთი შეუფასებელი და უძვირფასესი ექსპონატია, რომლის შექმნასთანაც არაერთი ამბავი თუ ლეგენდაა დაკავშირებული.

“არტინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

,,საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩის ყველაზე მეტად ქრისტეს და იუდას დახატვა გაუჭირდა. მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება – იუდას სახით.

ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც მისაღებ ტიპაჟებს მიაგნო. ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა.

სამი წელი დასჭირდა მხატვარს იმისთვის, რომ იუდა დაეხატა რადგან ასეთი ვერავინ აღმოაჩინა. ლეონარდო დიდხანს ეძებდა იუდას პროტოტიპს, მაგრამ ვერა და ვერ მიაგნო. ერთხელაც მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი იპოვა, რომელშიც იუდა დაინახა და სახელოსნოში მიიყვანა. მამაკაცი უგონოდ მთვრალი იყო და ვერ აცნობიერებდა სად მოხვდა. ლეონარდომ დახატა იუდა – მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. მხატვარმა სამუშაო დაასრულა, მათხოვარიც გამოფხიზლდა და როდესაც ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა:

– ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!

– კი მაგრამ, საიდან? – გაუკვირდა ლეონარდოს.

– სამი წლის წინ, სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა… ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა…”

1Da-Vinc-5

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...