რუსკა მაყაშვილი გათხოვდა

27 დეკემბერი, 2015

1ruska-gatxovdaრუსთაველის თეატრის მსახიობი და “ნიჭიერის” ჟიურის წევრი რუსკა მაყაშვილი გათხოვდა. ხალისიანი და ენერგიული მსახიობი ოქტომბერში დაინიშნა, რაც ქორწინებით დააგვირგვინა. მისი რჩეული მორაგბე სანდრო ნიჟარაძეა.

ქორწინების დამადასტურებელი ფოტო რუსკამ საჯაროდ გაავრცელა და უამრავი მოწონება და მილოცვაც მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსკას ქორწილიც ისეთივე ხალისიანი და გიჟური აღმოჩნდა, როგორც თავად პატარძალია. მან უარი თქვა ტრადიციულ საქორწინო კაბაზე და სპორტულად გამოეწყო.