რიყის პარკის როიალი დამტვრეულია

2 დეკემბერი, 2015

rikis-parkis-roialiთბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გასართობ და დასასვენებელ ადგილას – რიყის პარკში მორიგი ვანდალური აქტი განხორციელდა.

პარკში განთავსებული საჭადრაკო ფიგურების დაზიანების და რეიგანის ძეგლის გადაღებვის შემდეგ, იქ მდებარე გიგანტური, თეთრი როიალიც დააზიანეს. მუსიკალური ინსტრუმენტი პარკში 4 წლის წინ დამონტაჟდა. ის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე დგას და იამაჰას ბრენდისაა. მისი საზეიმოდ გახსნის პატივი პიანისტ ვალერიან შიუკაშვილს ხვდა წილად, მან მეგრული ნანას თავისებური ინტერპრეტაცია შეასრულა.

ამჟამად როიალის რკინის კონსტრუქციები დაჟანგებული და მოშლილია, კლავიშები კი მომტვრეული.

მიუხედავად იმისა, რომ რიყის პარკს ჰყავს დაცვა და მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, პარკში ვანდალური აქტები მაინც ხორციელდება.