10 დეკემბერი, 2015

პაოლო იაშვილის მისტიკით მოცული თვითმკვლელობა

1paolo-iashviliცისფერყანწელთა ერთ-ერთი წევრის, პოეტ პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა მისტიკით არის მოცული. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისტიკითაა მოცული ცნობილი რუსი პოეტის, სერგეი ესენინის თვითმკვლელობაც. ცნობილი ხდება, რომ ორივე პოეტის ეს საბედისწერო გადაწყვეტილება ერთ ამბავთან არის დაკავშირებული, რომელსაც ისტორიკოსი ვლას ვაწაძე იხსენებს სერიიდან “თბილისური ლეგენდები”:

“1924 წელს თბილისს ეწვია ცნობილი საბჭოთა პოეტი სერგეი ესენინი, ის თბილისში კოჯრის ქუჩაზე გაჩერებულა. ქართველ პოეტებს ცისფერყანწელებს დამეგობრებია, განსაკუთრებით კი პაოლო იაშვილს.

ერთხელ პაოლოს ესენინი მთაწმინდის პანთეონში აუყვანია, დაუთვალიერებია ალექსანდრე გრიბოედოვის და ქართველ საზოგადო მოღვაწეთა საფლავები, მერე დავით გარეჯელის წყროსთან მიუყვანია და უთქვამს, რომ არის ესეთი ტრადიცია, ამ წყაროდან იღებენ ქვას, მერე ეკლესიის შესასვლელ კარებთან მიაქვთ, მიადებენ ამ კარებს, რამდენი ხანიც ქვა გაჩერდება ეკლესიის კარებზე (ანუ რამდენჯერაც დათვლას მოასწრებ ქვის ჩამოვარდნამდე) იმდენი წელი სიცოცხლე დაგრჩაო.

სერგეი ესენინს მიუდია ქვა კარებზე, მაგრამ ისე, რომ ერთამდეც კი ვერ მოასწრო დათვლა პოეტმა, ქვა ძირს ჩამოვარდა. განცვიფრებულ პოეტს უთქვამს: – ნუთუ მხოლოდ ერთი წელი სიცოცხლე დამრჩაო. ესენინის შემდეგ ქვა პაოლო იაშვილმაც მიადო და 13-მდე მოასწრო დათვლა.

ეხლა პაოლო გაოცებულა და უთქვამს, ეს რაღაც სისულელეა მართლაც, მაგრამ არაუშვას, აი მომავალ წელს რომ მოვალთ ნახავ ქვა 100 დათვლამდე გაჩერდებაო.

1925 წლის 28 დეკემბერს ლენინგრადის სასტუმრო „ანგლეტერში“ სერგეი ესენინმა თავი ჩამოიხრჩო. (არადა ჯერ კიდევ თბილისში ყოფნის დროს გასჩენია ესენინს თვითმკვლელობის სურვილი, მაგრამ რატომღაც გადაუფიქრებია.)

1937 წლის 22 ივლისს მწერალთა სახლში პაოლო იაშვილმა საკუთარი თოფით თავი მოიკლა, იმ თოფით რომლის ჩუქებასაც 13 წლის წინ სერგეი ესენინისთვის აპირებდა.”

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...