ნუკა ყარალაშვილი ,,მის მსოფლიოს” მიღმა დარჩა

19 დეკემბერი, 2015

1nuka-mis-msoflioze“მის საქართველო 2015” ნუკა ყარალაშვილი “მის მსოფლიოს” მიღმა დარჩა.

საქართველოს წარმომადგენელი, 24 წლის ლამაზმანი 130 ქვეყნის მისებს შორის ტოპ 30 გოგონათა ჩამონათვალში დასახელდა, თუმცა ფინალურ შოუზე ტოპ ოცეულში მისი ადგილი არ აღმოჩნდა.

ჩინეთში, კუნძულ სანიაზე გამართულ სილამაზის კონკურსში “მის მსოფლიო 2015”-ის ტიტული მის ესპანეთმა მოიპოვა, მეორე ადგილზე მის რუსეთი გავიდა, მესამეზე – მის ინდონეზია.

ტოპ ხუთეულში მოხვდნენ მის იამაიკა და მის ლიბანი. მაყურებელთა ფავორიტად კი მის ვიეტნამი დასახელდა.

”მის მსოფლიო 2015”-ს გარდამავალი დიადემა თავზე გასული წლის გამარჯვებულმა დაადგა.

1mis-msoflio