ნინო სურგულაძეს დააჯილდოვებენ

7 დეკემბერი, 2015

1nino-surguladzeმსოფლიოში ცნობილ ქართველ მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძეს დააჯილდოვებენ.

8 დეკემბერს ქართველ საოპერო მომღერალს სახელმწიფოებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის გაწეული ღვაწლისთვის დაწესებული სპეციალური ჯილდო გადაეცემა.

იტალიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ნინო სურგულაძე იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი გახდა. ორდენი იტალიასა და სხვა სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის გაწეული ღვაწლისთვის გაიცემა.

ორდენის გადაცემის ცერემონიალი, საქართველოში იტალიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართება, რომელსაც ხელისუფლების, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.