ნინი ბრეგვაძემ ახალი პროფესია შეითავსა

20 დეკემბერი, 2015

1nini-bregvadzeმომღერალმა ნინი ბრეგვაძემ, რომელიც მსმენელმა “იქს ფაქტორით” გაიცნო, ახალი პროფესია შეითავსა. მომღერალი თავის პირველ ალბომზე მუშაობს და სულ მალე წარუდგენს მას მსმენელს. პარალელურად ნინი ფილმებისთვისაც ასრულებს სიმღერებს და არც მსახიობობაზე ამბობს უარს.

მომღერალი ახალ ქართულ ფილმში “აუტანელი არდადეგები” გადაიღეს, რომელიც საქართველოს კინოთეატრებში რამდენიმე დღეში გამოვა.

ნინი ბრეგვაძე:

“რეპერი ნინელი მხოლოდ რეპერობას არ დასჯერდა და მსახიობი ნინელიც გახდა. ძალიან სახალისო და საყვარელი ფილმს “აუტანელი არდადეგები” იხილავთ კინოთეატრებში 24 დეკემბრიდან, რომლის საუნდტრეკზეც ვიმუშავეთ მე და ირაკლი ჩაჩუამ. გარდა ამისა, პატარა, ძალიან სასაცილო როლიც ვითამაშე, ბანაკში ვმღერი კიდეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმში ვთამაშობ და ეს არის ჩემი სამსახიობო კარიერის პირველი ნაბიჯები.”