ნიაზ დიასამიძის ორიგინალური რჩევა საზოგადოებას

22 დეკემბერი, 2015

1niazis-rchevaმუსიკოსი და მომღერალი ნიაზ დიასამიძე საზოგადოებას კარგად დაფიქრებისკენ და საბოლოო არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს. ვინც მერყევია და ეჭვის თვალით უყურებს მომავალს, ამისთვის ორიგინალურ რჩევას სთავაზობს.

ნიაზ დიასამიძე:

“ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება – დასავლეთი თუ ჩრდილოეთი? ცოტა ხანში მარტივად გადაწყვეტს ამ საკითხს…

ერთი კვირით წადით რუსეთის რომელიმე სოფელში დასასვენებლად, შემდეგ კი საფრანგეთის ნებისმიერ სოფელში დაისვენეთ… აიბ ამ ყველაფრის მერე გადაწყვიტეთ საით გირჩევნიათ… არჩევანის თავისუფლება მთავარი მონაპოვარია თანამედროვე სამყაროში…

პ.ს. ფინანსური შენიშვნები არ მიიღება, საუბარია შინაარსზე… მე, მაგალითად, ფიქრებით ვმოგზაურობ ძირითადად. ასე რომ, კეთილი მგზავრობა, ვისაც გულით უხარია ევრო ინტეგრაცია… ყველას ერთად გაუმარჯოს ქოცია თუ ნაცია!”