მიშა მესხი დეზინფორმატორების მსხვერპლია

6 დეკემბერი, 2015

1misha-mesxiმსახიობი მიშა მესხი არასდროს რჩება საზოგადოების ყურადღების მიღმა და მუდმივად გამადიდებელი შუშის ქვეშ უწევს ცხოვრება. ამ ფაქტს ის უკვე მიეჩვია და რეაქციაც აღარ აქვს, მაგრამ არის მომენტები, როცა მას სპეციალური განცხადებების გავრცელება უწევს.

გამონაკლისი არც ბოლო შემთხვევა გახდა, როდესაც ვინ დათვლის უკვე მერამდენედ, მიშა მესხი დეზინფორმატორების მსხვერპლი გახდა და მისი გარდაცვალების, უფრო სწორად წამალში გაპარვის ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელდა.

“მიშა მესხი წამალში გაიპარა… ვუზიარებთ გარდაცვლილის ოჯახს.”

მსახიობი ამ განცხადებას ასე გამოეხმაურა:

“დედათქვენს მიუსამძიმრეთ ასეთები რომ ჰყავხართ. არ გამიხურეს ჰენდრიქსივით და ჯოპლინივით გასტუმრებით საიქიოში?! ვერ მოგართვით! ხომ შეიძლება კარგი რამე მომიგონონ? ეგეც ხომ ტყუილი იქნება, რა მნიშვნელობა აქვს?!”