მიშა გომიაშვილი გამარჯვებულია

24 დეკემბერი, 2015

1misha-gomiashviliმარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი გამარჯვებულია. წლის მიწურულს ხელოვანის ჯილდოებს კიდევ ერთი გამორჩეული პრიზი შეემატა.

ეს სასიამოვნო ინფორმაცია მსახიობმა თავად გაავრცელა და ერთგულ მაყურებელს გულითადი მადლობაც გადაუხადა:

“მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას!!!

ყველას, ვინც ხმა მომცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარებულ პროექტში „წლის საუკეთესო“, ნომინაციაში „წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კინემატოგრაფიაში“, სადაც საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავდა, ზაზა ურუშაძის ოსკარის ნომინანტი ფილმი „მანდარინები“ და ლევან თუთბერიძის არა ერთ საერთაშორისო კინო ფესტივალებზე გამარჯვებული ფილმი „მოირა“.

დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ შესანიშნავი პროექტისთვის.
მადლობა ჩემს მეგობრებს, ჩემს ნაცნობებსა თუ უცნობებს, ჩემს გულშემატკივრებს, ვინც არ დაიზარა და ხმა მომცა.

ეს ჯილდო ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ნომინაცია თუ პრიზი მიღებული საერთაშორისო ფესტივალებზე… ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად იმიტომ, რომ თქვენ მომეცით ხმა, ჩემს ქვეყანაში! უბრალოდ ჩემმა მაყურებელმა! ხალხმა!!!

დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მაყურებელს!!!

პატივისცემით მიშა გომიაშვილი”