კულტურულ ძეგლებზე უნებართვო სამუშაოები გამოვლინდა

8 დეკემბერი, 2015

1ukanonoბოლო პერიოდში საქართველოში არაერთ კულტურულ ძეგლზე ხორციელდება თვითნებური და უნებართვო სამუშაოები.

ამჯერად უნებართვო სამუშაოები მიმდინარეობს ქარელის რაიონში, ძამისა და ფცის ხეობაში არსებულ ორ ძეგლზე – აბისისა და მძოვრეთის ციხეზე.

ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში უკვე შევიდა.

სააგენტოს ინსპექციის სამსახური დაუყოვნებლივ ადგილზე მოინახულებს მიმდინარე პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში უმკაცრეს ზომებს მიიღებს.